ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კერძო სახლი ხანძრის შედეგად, სრულად განადგურდა.
ხანძრის დროს სახლში მოხუცი იმყოფებოდა, რომელმაც უვნებლად გამოსვლა მოასწრო. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც ხანძრის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.