ოზურგეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა 

10:47, 22.01.2018

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კერძო სახლი ხანძრის შედეგად, სრულად განადგურდა.

ხანძრის დროს სახლში მოხუცი იმყოფებოდა, რომელმაც უვნებლად გამოსვლა მოასწრო. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც ხანძრის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი