ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხი განიხილებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა ტრიბუნიდან რეორგანიზაციის საკითხი გააპროტესტა. მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების გათავისუფლება და პარალელურად, მერიის თანამშრომლები „ალტ ინფოსთან“ თანამშრომლობენ.
აღნიშნული ბრალდება უარყვეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ერთ-ერთმა მათგანმა, ქეთევან ხომერიკმა ტრიბუნასთან აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მთავარ სურვილს – ქვეყანაში ომს არ დაუშვებს.
კამათი მოგვიანებით სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.