ოსკაროსანი კომპოზიტორი იან კაჟმარეკი მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ ოსკარის ნომინაციაში მოსახვედრად რეკომენდაციას აძლევს
ოსკაროსანი კომპოზიტორი, ამერიკული, ევროპული და ბრიტანული აკადემიის წევრი იან კაჟმარეკი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად, ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ რეკომენდაციას აძლევს. ამის შესახებ კომპოზიტორის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის, „დედე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში მონაწილეობს.
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ოსკაროსანმა კომპოზიტორმა, ამერიკული, ევროპული და ბრიტანული აკადემიის წევრმა Jan A.P. Kaczmarek – მა გვირჩია მარიამ ხაჭვანის სადებიუტო ფილმის „დედე“ ოსკარზე გაგზავნა. (წერილი იხილეთ ბმულში) იან კაჟმარეკს „ოსკარი“ გადაეცა მხატრული ფილმისთვის “Finding Neverland”, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჯონი დეპი და ქეით ვინსლეტი ჰოლივუდის სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად.
„დედე“ს ასევე მხარს უჭერს ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთი თავჯდომარე Mike Downay.
რეკომენდაციები გამოგვიგზავნეს და მხარდაჭერა გამოთქვეს ამერიკელმა, ესპანელმა, ჰოლანდიელმა და ბერძენმა დისტრიბუტორებმა“,-ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ფილმის კინოდისტრიბუციაში ჩაშვება დაწყებულია. სექტემბრიდან კი, ჩიკაგოს შტატის, ხოლო ნოემბრიდან ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და ლოს-ანჟელესის კინოთეატრებში გამოვა.
ნოემბრის მასშტაბურ პრემიერებს ფილმის რეჟისორი და მსახიობები დაესწრებიან