ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და 15 წლის მოზარდს შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.