ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორსანტიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 11 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს.
არსებული ინფორმაციით, ყველა შემთხვევა ფოთის ტექსტილის ფაბრიკას უკავშირდება. ჯერჯერობით არ არის საუბარი სოფლის ჩაკეტვაზე.