ორბელიანების სასახლეში ლვოვის სიმფონიური ორკესტრის ქალმა წევრებმა წინასაკონცერტო რეპეტიცია გამართეს
ორბელიანების სასახლეში ლვოვის სიმფონიური ორკესტრის ქალმა წევრებმა წინასაკონცერტო რეპეტიცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელი და ქართველი არტისტების ერთობლივი აქცია-კონცერტი 11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კონცერტი, გლობალურ საქველმოქმედო ტელემარათონს უერთდება და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ფინანსური დახმარებისთვის იმართება.
როგორც ინფორმაციაშა აღნიშნული, საქველმოქმედო საღამო უკრაინაში თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნება.