მედიის ცნობით, ლვოვში სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ლვოვში სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ომის დაწყებიდან 498-ე დღეს რუსეთი კვლავ სარაკეტო იერიშს ახორციელებს უკრაინის მიმართულებით, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ინფორმაციით, ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის უმეტეს რეგიონში. ლვოვის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ერთ-ერთი რაკეტა კი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაღუპულია, სულ მცირე, ოთხი, ხოლო დაშავებულია ცხრა ადამიანი. დაზიანებულია 60-მდე ბინა და 50-მდე მანქანა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ლვოვის რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის კომუნიკაციების პრობლემაც.

მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, სადაც 279 აფეთქება დაფიქსირდა.