გაერო-ს გენერალური მდივანი ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ლვოვში ჩავიდა. 18 აგვისტოს ის ლვოვში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ლვოვიდან გაერო-ს გენერალური მდივანი ოდესაში გაემგზავრება, სადაც პორტს მოინახულებს.
შეგახსენებთ, 22 ივლისს სტამბოლში თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით რუსეთმა და უკრაინამ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
.@antonioguterres arrived Lviv where, tomorrow, he will meet @ZelenskyyUa & @RTErdogan. pic.twitter.com/PC1tBbXOF6
— UN Spokesperson (@UN_Spokesperson) August 17, 2022