ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ლვოვში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან, ეგილს ლევისტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად პატივი მიაგეს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობის კურსს გადიან. საავადმყოფოში ის სამხედროები მკურნალობენ, რომლებიც ბახმუტის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა მათ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.