„ოქროს ბუცისთვის“ იმობილე ლიდერობს
„ოქროს ბუცისთვის“ იმობილე ლიდერობს

ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციამ (ESM) გამოაქვეყნა “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლის შუალედური შედეგები. ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია რომის “ლაციოს” ფორვარდი ჩირო იმობილ, რომელიც სულ მცირედით უგებს “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს ედინსონ კავანის.

საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგი შემდეგნაირად დგება: ჩემპიონატში გატანილი გოლები მრავლდება ლიგის კოეფიციენტზე, რომელიც დამოკიდებულია უეფას რეიტინგში ქვეყნის პოზიციაზე.

დღევანდელი მონაცემებით, “ოქროს ბუცის” მაძიებელთა TOP5 ასე გამოიყურება:
1. ჩირო იმობილე (“ლაციო“) – 40 ქულა (20 გოლი)
2. ედინსონ კავანი (პსჟ) – 38 ქულა (19 გოლი)
3. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 36 ქულა (18 გოლი)
3. მაურო იკარდი (“ინტერი”) – 36 ქულა (18 გოლი)
5. მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) – 34 ქულა (17 გოლი)