ერლინგ ჰალანდი „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას დამაჯერებლად ლიდერობს #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას დამაჯერებლად ლიდერობს #1TVSPORT

2022-23 წლების საკლუბო სეზონი დასკვნით ეტაპზეა და, შესაბამისად, დასასრულს უახლოვდება ბრძოლა 2023 წლის „ოქროს ბუცისთვის“, რომელიც ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

პრიზის პირველად მოგების რეალური შანსი აქვს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს, ერლინგ ჰალანდს, რომელიც ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიას.

ამ მომენტისთვის „ოქროს ბუცის“ რეიტინგის ტოპ ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰალანდი (სიტი) – 56 (28×2)
  2. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 44 (22×2)
  3. ვიქტორ ოსიმჰენი (ნაპოლი) – 42 (21×2)
  4. ენერ ვალენსია (ფენერბაჰჩე) – 39 (26×1.5)
  5. კილიან მბაპე (პსჟ) – 38 (19×2)
  6. ჯონათან დევიდი (ლილი) – 38 (19×2)
  7. ამალ პელეგრინო (ბოდო გლიმტი) – 37.5 (25×1.5)
  8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 34 (17×2)
  9. ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 34 (17×2)
  10. აივენ ტონი (ბრენტფორდი) – 34 (17×2)
  11. ალექსანდერ ლაკაზეტი (ლიონი) – 34 (17×2)
  12. ფლორინ ბალოგუნი (რეიმსი) – 34 (17×2)
  13. ტერემ მოფი (ლორიანი) – 32 (16×2)
  14. კიოგო ფურუჰაში (სელტიკი) – 30 (20×1.5)
  15. ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი) – 30 (15×2)
  16. ჰაბიბ დიალო (სტრასბური) – 30 (15×2)
  17. ლოის ოპენდა (ლანსი) – 30 (15×2)
  18. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 28 (14×2)
  19. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნ) – 28 (14×2)
  20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 28 (14×2)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნების (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.