რონალდო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია #1TVSPORT
რონალდო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია #1TVSPORT

ევრო 2020-ის დრამატულ ფინალში იტალიამ ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

შეჯამდა ევროპის ჩემპიონატის მონაგარი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახდა, რომელიც ხუთი გოლის ავტორია.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია ჩემპიონატს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, რონალდომ კონკურენტებს მაინც აჯობა და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.

უეფა-ს პრესსამსახურის ცნობით, 36 წლის რონალდო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია.