ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში უმრავლესობა მარტო უნდა დარჩეს.
„უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც ორჯერ თავზე დაგახიეს ევროკავშირის დროშა. თქვენ წარმოადგენთ იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაგეშა და ჟურნალისტებზე სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები და თქვენი პრემიერ-მინისტრი დღეს დილას ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ემუქრება ყველა ჩვენგანს, ვინც ვბედავთ და დამოუკიდებელი აზრი გვაქვს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ თქვენ დღეს, აქ ამ დარბაზში დარჩებით მარტო“, – განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ის, რაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა, მხოლოდ მტრის ინტერესებში შეიძლება, იყოს. ამასთან, კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, ნუ ცდილობენ, შეურაცხყონ ის, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის – ევროატლანტიკური ინტეგრაცია.