კახა კუჭავა – ცივილიზებულმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ამ ბოროტებას, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით
ცივილიზებულმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ამ ბოროტებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ცივილიზებულმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ამ ბოროტებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. დიდება უკრაინას!“, – წერს კახა კუჭავა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
The civilized world must immediately respond to this evil. We stand by the Ukrainian people! Glory to Ukraine! #StandWithUkraine 🇺🇦🇬🇪 pic.twitter.com/p473cqgsGJ
— Kakha Kuchava (@kkuchava) February 24, 2022