კახა კუჭავა - თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული
კახა კუჭავა - თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული

პატივია, ემსახურო შენს ქვეყანას, დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამავდროულად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც კახა კუჭავა სოციალ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია.

„თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. პატივია, ემსახურო შენს ქვეყანას, დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამავდროულად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, გადაგიხდით დიდ მადლობას. მადლობა თქვენს ოჯახებს და კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას“, – წერს კახა კუჭავა.