კახა კუჭავა – წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გარეშე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც კუჭავა აღნიშნავს, რუსეთი უკრაინაში იგივე მეთოდებს იყენებს, რაც საქართველოში გამოიყენა.
„წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე. საქართველოს ახსოვს ჩვენი წამებული გმირები და ოკუპანტი იყენებს იგივე მეთოდებს, რომლებიც სასტიკია, უღირსია და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს კახა კუჭავა.
Unimaginable what the future of the civilized world will be, without giving a proper response to the shocking cruelty of Russia. Georgia remembers our tortured heroes, and occupant uses the same methods that are cruel, unworthy and destroy the peaceful population #BuchaMassacre pic.twitter.com/g7ppMZNeFK
— Kakha Kuchava (@kkuchava) April 4, 2022