ოპერისა და ბალეტის თეატრში პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ პრემიერა 19 დეკემბერს გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კიდევ ერთი საპრემიერო სპექტაკლისთვის ემზადებიან.
პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ 19 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი და მასში მთავარ პარტიებს მოწვეული ქართველი ვარსკვლავები ნინო სურგულაძე და მიხეილ შეშაბერიძე შეასრულებენ.
კოსტიუმები მადრიდში, დეკორაციების ნაწილი კი იტალიაში დამზადდა.
სპექტაკლებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
სპექტაკლი გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქციას წარმოადგენს.