ოპერისა და ბალეტის თეატრში კამერული ორკესტრის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა
ოპერისა და ბალეტის თეატრში კამერული ორკესტრის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის „ოპერის კამერატა“ პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა. კამერულ ორკესტრში ოპერის თეატრის ყველა წამყვანი მუსიკოსი და კონცერტმაისტერი უკრავს.

„ოპერის კამერატა“ მსმენელს მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებს. პრეზენტაციაზე კი, კამერულმა ორკესტრმა მსმენელს ცნობილი კომპოზიტორების მოცარტის, მენდელსონის, ბარტოკის, ცინცაძის და მაჭავარიანის ნაწარმოებები შესთავაზა.

„ოპერის კამერატა“ გეგმავს წელიწადში რამდენიმე კონცერტს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ასევე გასტროლებს საზღვარგარეთ და უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობას.

კამერული ორკესტრის შექმნის იდეა შარშან, ოპერის თეატრის იტალიაში გასტროლის დროს გაჩნდა, როდესაც ტალიაკოცოს ფესტივალის დირექტორმა შესთავაზა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი მაისურაძეს კოლაბორაციული პროექტის გაკეთება, სადაც გაერთიანდებოდნენ ქართველი, იტალიელი და თურქი მუსიკოსები.

 

 

დატოვე კომენტარი