თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „მაკნატუნას“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „მაკნატუნას“ პრემიერა გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 11 იანვარს ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ პრემიერა გაიმართება. ბალეტი 115 წლის წინ, 1892 წლის 6 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დაიდგა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „მაკნატუნა“ პირველად 1900-1901 წლების სეზონზე დაიდგა. ჩაიკოვსკის ბალეტის ქართული პრემიერა 1900 წელს გაიმართა და სხვადასხვა დროს მაყურებელმა ვახტანგ ჭაბუკიანის, იური გრიგოროვიჩის, ალექსეი ფადეეჩევისა და სხვა ცნობილი ქორეოგრაფების ვერსიები იხილა.

ბალეტის ახალ დადგმაში, რომელიც ალექსეი ფადეეჩევსა და ნინო ანანაიშვილს ეკუთვნით, მოქმედება ქართულ გარემოში, დადიანების სახლში და მთაწმინდის პარკში ვითარდება. სპექტაკლის სცენოგრაფია დავით პოპიაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვრობა კი ანა კალატოზიშვილს.