ოპერისა და ბალეტის თეატრი სადღესასწაულო დღეებში „მაკნატუნას“ და „წუნა და წრუწუნას“ წარმოადგენს
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მაყურებელს სადღესასწაულო დღეებში ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება. სცენაზე წარმოდგენილი იქნება კაკლის სამტვრევი თოჯინის თავგადასავალი „მაკნატუნა“.
დღისა და საღამოს წარმოდგენები 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
კიდევ ერთი საახალწლო წარმოდგენა, რომელსაც თეატრის საბალეტო დასი წარმოადგენს, „წუნა და წრუწუნაა“.
თბილისის ქუჩებში ფანრებს აქრობენ, თენდება, იღება დუქნები, იხსნება სადალაქოები, უსტაბაში ამქრის წევრებს წარმატებულ დღეს უსურვებს. მოედანზე ყარაჩოხელები თავიანთ წინამძღოლთან, ფიცხელასთან ერთად იკრიბებიან. ოპერის თეატრის სარდაფებიდან გამოდიან ამ სარდაფების ბინადარნი. შეკრების ადგილს თანდათან ქალაქის უცხოელი მცხოვრებლებიც უერთდებიან. ახალგაზრდებს შორის გამოირჩევა წრუწუნა, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად ესალმება.
სპექტაკლს კეთილი ბოლო აქვს და წუნა და წრუწუნას ქორწილით მთავრდება