ონლაინოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე და შეჯიბრი ქართული ენის ცოდნაში - რა აქტივობებს მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მასშტაბური პროექტი და როგორია ორგანიზატორთა მოლოდინი
საქართველოს პირველი არხის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტი დაიწყო. სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები დღეიდან ონლაინოლიმპიადაში ჩაერთნენ. 200-მდე განაცხადიდან 50-მდე მეშვიდეკლასელი შეირჩა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ მომზადებულ კითხვებს უპასუხებენ.
პროექტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი და მისი შესწავლა წაახალისოს. ეს არის პირველი არხის პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა და მიზნები აქვს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედ არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე დაბალია.