პროექტის „ჩვენი ქართული ენა“ ფარგლებში საქართველოს პირველი არხის ჯგუფი ონლაინოლიმპიადის მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს
პროექტის „ჩვენი ქართული ენა“ ფარგლებში საქართველოს პირველი არხის ჯგუფი ონლაინოლიმპიადის მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს

პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს პირველი არხის ჯგუფი ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონში ონლაინოლიმპიადის მონაწილეებს ხვდება.

პროექტზე მომუშავე ჯგუფი იმყოფებოდა გარდაბნის სოფელ ნაზარლოში და მარნეულის სოფელ ქვემო სარალში.

აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მე-7 და მე-8 კლასელებს შორის ჩატარებული ქართული ენის ონლაინოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს პირველი არხის ჯგუფი განაგრძობს რეგიონებში ონლაინოლიმპიადის მონაწილეებთან შეხვედრებს.