„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს, დაარწმუნოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლის სქემებში
კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს, დაარწმუნოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლის სქემებში, – ამის შესახებ ნათქვამია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშში.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინმა მოუწოდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებს, შექმნან ტექნოლოგიური ალიანსები მესამე ქვეყნებთან, სავარაუდოდ, კრიტიკული კომპანენტების უზრუნველსაყოფად, რომელთა წარმოებას და მოპოვებასაც რუსეთი ასე ძალიან ცდილობს.
„კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს, დაარწმუნოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, დაეხმარონ სანქციების გვერდის ავლის მოქმედ კრემლის სქემებს ჩინეთთან, ირანთან და სხვებთან ამ სქემების ლოგისტიკის ხელშეწყობით“, -აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.
ორგანიზაციის ცნობით, პუტინმა ასევე მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, მეტი ერთობლივი საწარმოს შექმნისკენ საერთო სავაჭრო ნიშნით – „დამზადებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ინიციატივა მიმართულია რუსული პროდუქციის ევრაზიული კავშირის პროდუქციად რებრენდინგზე ექსპორტისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის.
შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვლადიმერ პუტინს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.