ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარემ, ტიგრან საქსიანმა და სინგაპურის ეკონომიკის მინისტრმა, ტარმან შანმუგარატნამ მოაწერეს ხელი.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან: სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

​ერევანში მიმდინარე შეხვედრას დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით ესწრება მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი. საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულები ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი და სინგაპურის პრემიერი ლი სიან ლუნი.