ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტი, ირანის პრეზიდენტი და სინგაპურის პრემიერიც შეურთდებიან
ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტი, ირანის პრეზიდენტი და სინგაპურის პრემიერიც შეურთდებიან

ერევანში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრა დაიწყო.

სხდომა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გახსნა.

სხდომას ესწრებიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პირველი პირი კასიმ ჯომარ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვი, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე ტიგრან საქსიანი.

სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, ასევე ირანის პირველი პირი ჰასან როუჰანი და სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი სიან ლუნი დაესწრებიან.

შეხვედრის მონაწილეები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საქმიანობის მიმდინარე საკითხებს, ინტეგრაციული პროცესების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებს განიხილავენ და ერთიანი ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.