მოლდოვა სახელმწიფო დამკვირვებლის სტატუსს 14 მაისს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაზე მიიღებს

18:50, 11.05.2018

მოლდოვა სახელმწიფო დამკვირვებლის სტატუსს 14 მაისს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაზე მიიღებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, სოჭში დაგეგმილ შეხვედრას სტუმრის სტატუსით მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონიც დაესწრება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი თავდაპირველად ვიწრო შემადგენლობის სხდომაზე განიხილება, გაფართოებულ სხდომაში კი იგორ დოდონი დამკვირვებელი სახელმწიფოს წარმომადგენლის ფორმატით მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი