რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტს 31 აგვისტომდე წყვეტს
რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტს 31 აგვისტომდე წყვეტს

რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტს 31 აგვისტომდე წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება საბაჟო-სატარიფო ქვეკომისიამ მიიღო. ინფორმაციას რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ეს დროებითი ზომაა და 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. აკრძალვა შეეხება ხორბალს, ჭვავს, ქერსა და სიმინდს. გამონაკლისი იქნება რუსეთის „მინპრომტორგის“ მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზიის მქონე პროდუქცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რუსული მარცვლეულის მოთხოვნა 2021/2022 წლის სეზონის დასაწყისიდან გადაჭარბებითაა დაკმაყოფილებული.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ მიღებულია რუსეთის შიდა ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.