„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „სიქპა სიქიურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც აღდგომელაშვილმა განმარტა, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური და კონტრაქტორი კომპანია არ აკონკრეტებენ, რატომ ვერ იღებს „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს საწარმო აქციზურ მარკებს.
ლევან აღდგომელაშვილის აზრით, საწარმოს პარალიზება ზაზა ოქუაშვილის დასჯის მიზნით მოხდა.
როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა განმარტა, ამ დროისთვის, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დაფარული აქვთ, მაგრამ აქციზურ მარკებს ვერ იღებენ, შესაბამისად, საწარმოს მუშაობა გაჩერებულია და 1500-მდე თანამშრომელს მუშაობის გაგრძელების საშუალება არ ეძლევა.