ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებულმა „არგომ“ მოგზაურობა დაასრულა
ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებულმა „არგომ“ მოგზაურობა დაასრულა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის და ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებული გემი „არგო“ ვანელობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მიცურდა.

პერფორმანსის ფარგლებში გემზე არგონავტები იმყოფებიან, რომელთაც წინ ქალღმერთი ჰერა მიუძღვით. ვანში კი, მათ აიეტი და მედეა დახვდნენ.

როგორც პერფორმანსის იდეის ავტორი აცხადებს, მან საუკუნეების ისტორია გააცოცხლა და ის გზა გამოიარა, რომელიც  – ტიმ სევერინმა.

​ომარ ნიშნიანიძის თქმით, გზად გაუწმენდავმა მდინარემ პრობლემები შეუქმნათ, თუმცა დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლა მაინც მოახერხეს. ნიშნიანიძის თქმით, ამ იდეის განხორციელებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა და ამ ფორმით თავის სტუდენტებთან ერთად ისტორიის გაცოცხლება გადაწყვიტა.

ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ გემი „არგო“ მდინარე რიონში 31 მაისს გაუშვა. გემმა გეზი ფოთიდან, მდინარე კაპარჭიდან აიღო.