ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ გემი ააგო
ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ გემი ააგო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ გემის მშენებლობა თითქმის დაასრულა. ის გემის გაშვებას, რომელსაც „არგო“ უწოდა, მდინარე რიონში 31 მაისს, 17:00 საათზე გეგმავს.

ნიშნიანიძის თქმით, გემი ფოთიდან ქუთაისისკენ გაემგზავრება. გემზე მითიური გმირები გაცოცხლდებიან.

„ჩემი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა. თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ჩემ მიერ დაარსებულ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ომარ ნიშნიანიძემ.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა. ომარ ნიშნიანიძე მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.