ომარ ნიშნიანიძე - პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსაწვევი ჩემამდე არ მოსულა, ალბათ, გზაშია
ომარ ნიშნიანიძე - პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსაწვევი ჩემამდე არ მოსულა, ალბათ, გზაშია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის დროც დადგება.

„ალბათ, ინაუგურაციის მოსაწვევი გზაშია, ჩემამდე არ მოსულა. არ ვიცი, ვინ ადგენს ამ სიას, მაგრამ ძველი გვარდიის მიმართ „ჩაჩოჩების ტენდენცია“ კვლავ გრძელდება. ალბათ, პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ჩართვის დრო დადგება, არ ვგულისხმობ თანამდებობებს“, – განაცხადა ნიშნიანიძემ ბრიფინგზე.

ყოფილი დეპუტატის თქმით, უკვე დასვა საკითხი და აუცილებლად გაარკვევს, „ვინ აპირებს მმართველი გუნდიდან მის ჩაჩოჩებას“.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.