გემმა „არგომ" მოგზაურობა მოულოდნელად შეწყვიტა
გემმა „არგომ" მოგზაურობა მოულოდნელად შეწყვიტა

გემ „არგოს” ეკიპაჟი იძულებული გახდა, მოგზაურობა მოულოდნელად შეეწყვიტა.

როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეკიპაჟის წევრებს გემის მართვა მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო გაუჭირდათ.

„გუშინ ხუთი საათის მანძილზე ვიცურეთ, მაგრამ მოგზაურობა გაართულა მდინარის გაუწმენდავმა კალაპოტმა და ეს ართულებს გემის გაცურვას. ორი კატერი გვეხმარებოდა. შესაძლოა, გარკვეული მანძილზე გემი ტრანსპორტით წავიღოთ. ეს იყო პერფორმანსი, რომელიც გამოვიდა და თავისი მისია შეასრულა”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

მისი თქმით, პერფორმანსი ვანში გაგრძელდება და დაგეგმილი ღონისძიება არ ჩაიშლება.

ნიშნიანიძის ინფორმაციით, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ გაიწმინდოს მდინარის კალაპოტი და აღნიშნულ მონაკვეთზე ტურისტული მარშრუტები განხორციელდეს.

გემმა „არგომ” მოგზაურობა გუშინ ფოთიდან დაიწყო.

ხომალდის აგება ფოთში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა. ომარ ნიშნიანიძე მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.