გერმანიაში მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარის ოლივერ კანის სახლი გაქურდეს. როგორც Focus.de წერს, ბავარიული კლუბის ექსკაპიტანი ქურდების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც სახლში შეაღწიეს და იქიდან სეიფი მოიპარეს. აღნიშნავენ, რომ ინციდენტის მომენტში სახლში არც ყოფილი ფეხბურთელი და არც მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. დანაკარგი ექვსნიშნა რიცხვით იზომება.
თავის კარიერაში კანმა 864 მატჩი ჩაატარა, აქედან 554 ბუნდესლიგაში, 141 ევროტურნირებზე და 86 ეროვნულ ნაკრებში.