ლევანდოვსკის სარეკორდო ჰეთ-თრიკით „ბაიერნმა“ „ზალცბურგი“ გაანადგურა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, საპასუხო მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ლევანდოვსკის სარეკორდო ჰეთ-თრიკით „ბაიერნმა“ „ზალცბურგი“ გაანადგურა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, საპასუხო მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა – 23-ე წუთისთვის სამი გოლი ჰქონდა გატანილი. მან „მილანის“ ფორვარდის მარკო სიმონეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1996 წელს „რუსენბორგს“ პირველ 24 წუთში გაუტანა სამი გოლი.

* ლევანდოვსკის პირველსა და მესამე გოლებს შორის დროის ინტერვალი 10 წუთი და 22 წამი იყო. ეს არ არის რეკორდი. 2011 წელს ბაფეტიმბი გომისმა (ლიონი) რვა წუთში გაიტანა სამი გოლი ზაგრების „დინამოს“ კარში.

* ლევანდოვსკი 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონელმა გაუსწრო „აიაქსის“ ფორვარდ სებასტიან ალერს, რომელსაც 11 გოლი აქვს.

* ლევანდოვსკის სეზონში 42 გოლი დაუგროვდა. მან ევროპაში პირველმა გადააბიჯა 40-გოლიან ზღვარს. და ეს ზედიზედ მეშვიდე სეზონში გააკეთა.

* „ბაიერნი“ მეოცედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – ყველა დანარჩენ კლუბზე მეტჯერ.

* „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდედ გაიტანა მინიმუმ შვიდი გოლი – ეს ტურნირის რეკორდია.

* თომას მიულერმა 52-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუსწრო ტიერი ანრის (50). ახლა, მიულერზე წინ ექვსი ფეხბურთელია: კრიშტიანო რონალდო (140), ლიონელ მესი (125), რობერტ ლევანდოვსკი (88), ქარიმ ბენზემა (76), რაული (71) და რუუდ ვან ნისტელროი (56).

* მანუელ ნოიერმა 104-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუსწრო ოლივერ კანს.

 

ბაიერნი-ზალცბურგი  7:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12-პენ), 2:0 ლევანდოვსკი (21-პენ), 3:0 ლევანდოვსკი (23), 4:0 გნაბრი (31), 5:0 მიულერი (54), 5:1 კიაერგორი (70), 6:1 მიულერი (83), 7:1 სანე (86)

ბაიერნი (3-4-2-1): ნოიერი – პავარი, ზიულე (66. ნიანზუ), ერნანდესი (60. უპამეკანო) – გნაბრი (46. სარი), კიმიხი, მუსიალა (66. როკა), კომანი (66. შუპო-მოტინგი) – მიულერი, სანე – ლევანდოვსკი.

ზალცბურგი (4-1-2-1-2): კიონი – კრისტენსენი, სოლე (46. პიატკოვსკი), ვობერი, ულმერი – კამარა (67. ტიჯანი) – კაპალდო, ზაივალდი (46. სუშიჩი) – აარონსონი – ადეიემი (61. შეშკო), ადამუ (61. კიაერგორი).

დატოვე კომენტარი