„ბაიერნმა“ ოლივერ კანს გუნდთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნა აუკრძალა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ოლივერ კანს გუნდთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნა აუკრძალა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, „ბაიერნთან“ ერთად ეზეიმა ჩემპიონობა.

გერმანელი თანამდებობიდან დაითხოვეს შაბათს, „ბაიერნის“ გაჩემპიონების დღეს.

„დაუჯერებელია! ვულოცავ ბიჭებს. ხომ ვამბობდი! საჭიროა ყოველთვის ბოლომდე ბრძოლა, დანებება არ შეიძლება! ვამაყობ თქვენით და იმით, რასაც მიაღწიეთ!

მინდოდა, თქვენთან ერთად მეზეიმა, მაგრამ არ შემიძლია დღეს თქვენ გვერდით ვიყო, რადგან კლუბმა ამიკრძალა!“ – დაწერა კანმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, გაზეთმა Bild-მა დაწერა, რომ „ბაიერნმა“ კანს ტიტულის აღნიშვნა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მძაფრი რეაქციის გამო აუკრძალა.

„როცა ული ჰიონესმა და ჰერბერტ ჰაინერმა გამოაცხადეს თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ, ოლივერ კანი სრულიად გამოვიდა წყობიდან.

ეს ჯერ დადასტურებული არ არის, უბრალოდ, ჭორებია. ასეთი საქციელის შემდეგ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა თქვეს: „მაშინ ჩვენ არ გვინდა თქვენი დანახვა სტადიონზე და ჩემპიონობის ზეიმი“, – განაცხადა Bild-ის ინსაიდერმა, ალფრედ დრაქსლერმა.