რუმენიგე შესაძლოა „ბაიერნის“ გენერალურ დირექტორად დაბრუნდეს #1TVSPORT
რუმენიგე შესაძლოა „ბაიერნის“ გენერალურ დირექტორად დაბრუნდეს #1TVSPORT

კარლ-ჰაინც რუმენიგე, შესაძლოა, დროებით „ბაიერნის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდეს, რადგან ამ პოსტზე ოლივერ კანის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – წერს გაზეთი SportBild-ი.

ჭორების მიხედვით, კანმა გაფრთხილება მიიღო კლუბის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერისგან მმართველობის სტილისა და გარშემომყოფთა მიმართ თანაგრძნობის არქონის გამო, ხოლო „ბაიერნის“ ბოლოდროინდელი შედეგების მიზეზით, კანი, შესაძლოა, თანამდებობიდან დაითხოვინ.

თუ ოლივერ კანი წავა, რუმენიგე დროებით დაინიშნება მის პოსტზე. 67 წლის გერმანელი ადრე ამ თანამდებობას 2002-2021 წლებში იკავებდა, რის შემდეგაც ის კანმა შეცვალა. დღეისათვის რუმენიგე უეფა-ს მმართველობის წევრია და ასევე შედის გერმანიის საფეხბურთო კავშირის საკონსულტაციო საბჭოში.