ოლიმპიურ სასახლეში ევროვიზიის სამზადისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გაეცნო
ოლიმპიურ სასახლეში ევროვიზიის სამზადისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გაეცნო.
ევროპული სიმღერის კონკურსის დეტალები გენერალურ დირექტორს ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა სერგი გვარჯალაძემ და მედიისა და კომუნიკაციის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გააცნეს.
ვასილ მაღლაფერიძე ევროვიზიის აღმასრულებელ ხელმძღვანელს იუნ ულა სანს შეხვდა.
დღეს ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებმა რეპეტიცია გაიარეს, რეპეტიციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ასევე კონკურსში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს დღეს რესტორანმა „წისქვილმა“ უმასპინძლა.
დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობა ქართველმა კონკურსანტმა გრიგოლ ყიფშიძემაც მიიღო. იგი ევროვიზიაზე მეცხრე ნომრად გამოვა.
საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც ევროვიზიის სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგნელი მარია ისიდე ფიოერეა.
საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე 24 ნოემბრიდან დაიწყება.