გრიგოლ ყიფშიძე - ევროპა, ნახეთ ჩვენი ქართული ნაციონალური ბალეტი, დააგემოვნეთ ქართული სამზარეულო და მოუსმინეთ ქართულ ფოლკლორს
გრიგოლ ყიფშიძე - ევროპა, ნახეთ ჩვენი ქართული ნაციონალური ბალეტი, დააგემოვნეთ ქართული სამზარეულო და მოუსმინეთ ქართულ ფოლკლორს

ევროპა, ნახეთ ჩვენი ქართული ნაციონალური ბალეტი, დააგემოვნეთ ქართული სამზარეულო და მოუსმინეთ ქართულ ფოლკლორს, – ამის შესახებ საბავშვო ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა გრიგოლ ყიფშიძემ პრესკონფერენციაზე „მოამბის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, თუ რას ეტყვის და რას ურჩევს ქართველი კონკურსანტი ევროპელ სტუმრებს.

12 წლის კონკურსანტი მედიას საკონკურსო სიმღერის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.

გრიგოლ ყიფშიძემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ 10 წლის შემდეგ საკუთარ თავს სცენაზე ხედავს.

71 აკრედიტირებული ჟურნალისტის შეკითხვას დღეს რვა ქვეყნის მონაწილე უპასუხებს. თითო მონაწილისთვის 20 წუთია გამოყოფილი.

 

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი მეცხრე ნომრად გამოვა. საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც ევროვიზიის სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგნელი მარია ისიდე ფიოერეა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.