ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა და მისი დაუფასებლობა შეცდომა იქნებოდა
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა და მისი დაუფასებლობა შეცდომა იქნებოდა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა. შოლცის თქმით, დიდი შეცდომა იქნებოდა ბაიდენის სათანადო დაუფასებლობა. მან ამერიკის პრეზიდენტს „არაჩვეულებრივი აგიტატორი“ უწოდა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ნატო-სთან მიმართებით ჯო ბაიდენის როლს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

„შემიძლია გითხრათ ჩემი გადმოსახედიდან, იმ ადამიანისგან, ვინც საუბრობს ბაიდენთან, რომ ბაიდენი ძალიან კონცენტრირებულია და ინტენსიურად აკეთებს იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ალიანსის სათავეში ყოფნისას“, – აღნიშნა შოლცმა.