ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერბეთის პატრიარქს შეხვდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქმა მიიღო.

დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა სერბეთის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე საერთო ქრისტიანული საკითხები განიხილეს. ანატოლი ბიბილოვმა სერბეთის პატრიარქთან შეხვედრაზე თქვა, რომ სამხრეთ ოსეთში მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლი ე.წ. კონსტიტუციითაა გამყარებული.

ბიბილოვმა პატრიარქ ირინეოსთან რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთის პატრიარქმა ოს ხალხს მშვიდობა და აყვავება უსურვა.

პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის დეტალებს საქართველოს საელჩო სერბეთის საპატრიარქოსთან არკვევს.