ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“

00:49, 31.03.2022

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება, – ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა.

10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

„ყველა იურიდიული პროცედურა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ დასრულდება“, – აცხადებს გასიევამ.

​ამასთან, იქამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

მსგავსი