ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის საჭიროების საკითხს განიხილავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის საჭიროების საკითხს განიხილავენ

ოკუპირებული აფხაზეთის მედია ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის ამოქმედების საჭიროებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

საუბარია ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ კუთვნილი ტვირთის აღრიცხვასა და მათზე “საბაჟო გადასახადის“ დაწესების მიზანშეწონილობაზე.

გამოცემის ინფორმაციით, რეგიონში არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შედის, არამედ ყველა ტიპის საქონელი, რომელიც რეგიონის მაღაზიებში იყიდება.

აპსნი.რუ-ს ჟურნალისტი დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელს ბესლან ცვინარიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ე.წ. საბაჟო ტერმინალის და ე.წ. საბაჟო გადასახადის დაწესების მოთხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტს ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართა.

„გადაწყვეტილებას მე რომ ვიღებდე, ეს სისტემა უკვე ამოქმედებული იქნებოდა. საბაჟო კონტროლს მხოლოდ გალის რაიონიდან გატანილი თხილი გადის და ასევე ხდება შემოსული ჰუმანიტარული ორგანიზაციების და ენგურჰესისთვის განკუთვნილი ტვირთების რეგისტრაცია“, – აცხადებს ბესლან ცვინარია.

გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა გაგრაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

„დღეს ჩვენი ბიუჯეტი 5 მლრდ რუბლს შეადგენს, როცა ის შეიძლება 8-10 მლრდ რუბლსაც აღემატებოდეს. მაგრამ რატომღაც ჩვენ ეს არ გვინდა, არ გვინდა რომ საზღვარზე მკაცრად და მოწესრიგებულად მუშობდნენ, საზღვარი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მექანიზმებით. საქართველოდან წლებია შემოდის პროდუქტები ტვირთი ისე, რომ ამით სახელმწიფო ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის. როცა ვიწყებთ მსჯელობას გადასახადების დაწესებაზე, ოპონენტები ამაში რაატომღაც საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას ხედავენ“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.