ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 145 925 აცრაა ჩატარებული, 28 აგვისტოს აიცრა 20 678 პირი
29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 145 925 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 28 აგვისტოს აიცრა 20 678 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 771 055 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 374 870, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.1 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, გარდაიცვალა 76 ინფიცირებული.