საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი 12 პუნქტით დაეცა. Odoxa-ს გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხული ათი ფრანგიდან, შვიდი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს არ ენდობა.
გამოკითხულთა მხოლოდ 29 % თვლის, რომ ემანუელ მაკრონი კარგი პრეზიდენტია. ეს ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
გამოკითხვა 5-6 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1004-მა ადამიანმა მიიღო.