ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დრომდე ცხინვალის საავადმყოფოში რჩება
ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული ქალი ამ დრომდე ცხინვალის საავადმყოფოში რჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ავრცელებს.
ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალიდან სიახლე არ არის და უცნობია, გადმოიყვანენ თუ არა დაშავებულ ქალს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„არანაირი სიახლე არ გვაქვს, არც მისი მდგომარეობის შესახებ და არც იმ გადაწყვეტილების შესახებ, გადმოიყვანენ თუ არა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დღეს არანაირი კავშირი არ ყოფილა. რთულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც ჰქონდა, ახლა დაემატა ეს მოტეხილობა და დაჟეჟილობა. ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტენ“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.