საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს ოკუპირებულ ახალგორში მყოფი მოქალაქე გადმოსცა
საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს ოკუპირებულ ახალგორში მყოფი მოქალაქე გადმოსცა

საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს თათია ადიკაშვილი გადმოსცა, რომელიც ამ დრომდე ოკუპირებული ახალგორის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

რვა თვის ფეხმძიმე საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს ოძისის საგუშაგოზე გადასცა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება.

თათია ადიკაშვილი მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან ერთად, სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ხაზს მიღმა მოხვედრილ დათა ვანიშვილის ოჯახში რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ თათია ადიკაშვილის მეუღლემ საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.