თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მეოთხე მიკრორაიონში ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი დაშავდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მეზობლების თქმით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მისი სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს.
მეხანძრე-მაშველებმა კარი გაჭრეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნახეს.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მე-14 სართულზე 25 კვ.მ. ფართი დაიწვა. ხანძარი ლიკვიდირებულია.