ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა
ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, უცნობმა მამაკაცმა თავი დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა.
უცხოური მედია წერს, რომ მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცის ქმედების მოტივი უცნობია.