უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლად ნიუ-იორკს განიხილავს
უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლად ნიუ-იორკს განიხილავს

მთავარმა ევროპულმა საფეხბურთო ორგანომ უეფამ გამოთქვა სურვილი – 2024 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატაროს. ამის შესახებ გამოცემა Morning Consult-მა დაწერა.

შვეიცარიულმა სააგენტო TEAM Marketing AG-მა, რომელიც უეფას კომერციულ ინტერესებს წარმოადგენს, პოტენციურ კორპორატიულ პარტნიორებს გამოუცხადა, რომ ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელი ორგანო ნიუ-იორკს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების ადგილად განიხილავს. უპირატესობა არენა „მეტლაიფ სტედიუმს“ ენიჭება.

უეფამ უკვე განაცხადა, რომ 2022 და 2023 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალები მიუნხენსა და ლონდონში გაიმართება. 2024 წლის ფინალის ჩატარების ადგილი კი ჯერ განხილვის პროცესშია.